Skip to content

Plasma Bigscreen

TV-ის კონფიდენციალური, ღია კოდის მქონე და დაცული ეკოსისტემა

Plasma თქენს TV-ზე

ეს პროექტი იყენებს სხვადასხვა ღია კოდის მქონე კომპონენტებს. როგორიცაა Plasma Bigscreen, Mycroft AI, LibCEC

triangles

გახსნა

Plasma Bigscreen ღია კოდის მქონე მომხმარებლის ინტერფეისია TV-ებისთვის. გაუშვით ის ლინუქსის დისტრიბუტივზე და Plasma Bigscreen თქვენს ტელევიზორს და STB-ს სრულად მორგებად მოწყობილობად გადააქცევს. დიდი გამშვები გაძლევთ წვდომას ნებისმიერ დაყენებულ აპთან. კონტროლდება ხმით, ან ტელევიზორის პულტით.

დაყენება შემოწირულობა

მულტიპლატფორმული Qt-ის გამოყენებით, KDE Framework-ი, Plasma Shell-ის დამატებით, Plasma Bigscreen აგებულია ტექნოლოგიებით, რომლებიც სახლის კომპიუტერზე, მობილურ მოწყობილობებზე და ტელევიზორზე ერთნაირად გამოიყურება.

KWin და Wayland

Wayland-ი შემდეგი თაობის პროტოკოლია, რომელიც უახლეს ინტერფეისებს პრობლემების გარეშე გაჩვენებთ. KWin-ი კი ბრძოლის ველზე გამოცდილი ფანჯრების მმართველია, რომელიც Wayland-ის გამოყენებით დამუშავებულ და ორივე, სამაგიდო და მობილური მოწყობილობებისათვის, სანდო გარემოს ქმნის.

wayland

ღია კოდის სრულად გამოყენება

Plasma Bigscreen აერთიანებს ბევრ მძლავრ პროგრამას უკვე არსებული პროექტებიდან, რათა ჯამში უფრო მეტი ეფექტი მიიღოს.
Mycroft საშუალებას გვაძლევს თქვენი ტელევიზორი ხმით გაკონტროლებინოთ, CEC-ი კი ინტერფეისს ჩვეულებრივი ტელევიზორის პულტით. Pulseaudio-ის დრაივერები კი Plasma Bigscreen-ის ხმას მართავენ.

თქვენს მოთხოვნებზე მორგება

ის, რომ ბაზირებულია ყველაზე მორგებად სამუშაო მაგიდაზე, ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ მართლა მოირგოთ თქვენი ტელევიზორი. დაამატეთ ან შეცვალეთ ვიჯეტები, შეცვალეთ ფერის თემები, ფონტები და ბევრი, ძალიან ბევრი სხვა რამ.