ხშირად დასმული კითხვები
What happened to Mycroft AI?
Mycroft AI was discontinued and bought by a company named OVOS. Therefore, we won't use them for voice-related stuff anymore. Refer to a FAQ they made about the situation here.
მიშველეთ! ჩემი ტელევიზორის პულტი არ მუშაობს! როგორ გავასწორო?
TV-ის ბევრი მწარმოებელი მოითხოვს HDMI-CEC რეჟიმის ხელით ჩართვას. იმისათვის, რომ გაერკვეთ, HDMI-CEC როგორ დააკონფიგურიროთ თქვენს ტელევიზორზე დაგჭირდებათ მიმართოთ TV-ის მომხმარებლის სახელმძღვანელოს. პარამეტრი HDMI-CEC შეიძლება, მწარმოებელზე დამოკიდებულებით, სხვადასხვა სახელით იყოს წარმოდგენილი. მაგალითად: (TCL TV: T-Link, Panasonic TV: Viera Link, Samsung TV: Anynet+, Sony TV: Bravia Sync).
ასევე დარწმუნდით, რომ Plasma Bigscreen-ის მოწყობილობა libcec-ის მიერაცაა მხარდაჭერილი. შეამოწმეთ მის მიერ მხარდაჭერილი აპარატურა.
TV-ის პულტზე ზოგიერთი ღილაკი არ მუშაობს. ვერ გამოვდივარ აპლიკაციიდან და ვერ ვიყენებ უკან გადასვლის ღილაკს. როგორ გავასწორო?
HDMI-CEC ბეტა ასლზე სატესტო ფაზაშია. ფუნქციონალის დატესტვა მხოლოდ რამდენიმე TV-ზე შევძელით და აღვწერეთ მათი პულტების ღილაკები. რამდენიმე მარტივი ნაბიჯით და რამდენიმე ფაილის ჩასწორებით თქვენ შეგიძლიათ ააწყოთ და აამუშაოთ თქვენი პულტი.
დატესტვა, მუშაობს თუ არა გასაღები HDMI-CEC-თან და მისი გასაღების კოდის ამოღება:
cd ~/.config./autostart-scripts/
python3 cec-daemon.py
როცა სკრიპტი გაეშვება, დააწექით ღილაკებს თქვენს პულტზე, რომ მისი გასაღების კოდი მიიღოთ. თუ გასაღების კოდი ვერ იპოვეთ, ღილაკი შეიძლება HDMI-CEC-ზე თქვენი ტელევიზორის მიერ ჩართული არაა. იმის გასაგებად, თქვენი ტელევიზორის მწარმოებლის მიერ HDMI-CEC-ის რომელი ღილაკებია ჩართული, ტელევიზორის მომხმარებლის სახელმძღვანელოს მიმართეთ.
ნაპოვნი ღილაკის კოდის და მისი მიბმის CEC დემონში დამატება:
cd ~/.config/autostart-scripts/
nano cec-daemon.py
- დემონის სკრიპტში იპოვეთ KEYMAP = {}
- დაამატეთ სიაში თქვენი ღილაკის კოდი შემდეგი ფორმატით: “9: u.KEY_HOMEPAGE”
- ზემო მაგალითში “u.KEY_HOMEPAGE” მიბმულია საწყის ღილაკზე, რომელიც აპლიკაციიდან გასვლისთვის გამოიყენება
- “9” ღილაკის კოდი
- “u.KEY_HOMEPAGE” ქმედებაა, რომელიც ღილაკმა უნდა შეასრულოს
მაქვს USB პულტი, მაგრამ მას "საწყისი" ღილაკი არ გააჩნია. როგორ გამოვიდე აპლიკაციებიდან?
ყველა USB პულტი ერთნაირად არ მუშაობს. ამიტომ ჩვენ გირჩევთ, გამოიყენოთ გამოცდილი პროდუქტები, როგორიცაა, მაგალითად, “Wechip G20 Air Mouse With Microphone Remote”. იმ შემთხვევაში, თუ ვერ იშოვეთ, თქვენ მაინც შეგიძლიათ ღილაკები იმ პულტზე მოირგოთ, რომელიც გაქვთ.
ფანჯრის დახურვის ღილაკის USB პულტის ღილაკზე მიბმა:
cd ~/.config/
nano kglobalshortcutsrc
[Kwin]
-ის ქვეშ იპოვეთ ჩანაწერი “Window Close”- მიამაგრეთ თქვენი ღილაკი "ფანჯრის დახურვის" ჩანაწერს
- მაგალითად:
Window Close=Alt+F4\თქვენიღილაკი’,Alt+F4\t’თქვენიღილაკი’,Close Window
როგორ გამოვიდე აპლიკაციებიდან გარე კლავიატურით?
“Alt+F4” ჩვეულებრივ მიბმულია აპლიკაციების გარე კლავიატურით დასახურად. ღილაკების ხელით მითითება სხვადასხვა აქტივობებისთვის შემდეგ ფაილში შეგიძლიათ:
cd ~/.config/
nano kglobalshortcutsrc
როგორ შემოგწიროთ და ატვირთოთ თქვენი ღილაკების განლაგება CEC-სთვის?
CEC დემონის მიმდინარე არასტაბილური, უკანასკნელი ვერსიის კოდი, ინსტრუქციებით, როგორ უნდა დაამატოთ მოწყობილობა ხელით მითითებული ღილაკებით, შეგიძლია იპოვოთ ბმულზე https://invent.kde.org/adityam/easycec .
შეუძლიათ Android-ის აპებს Plasma Bigscreen-ზე მუშაობა?
There are projects out there like Waydroid which is Android running inside a Linux container, and use the Linux kernel to execute applications to achieve near-native performance. This could be leveraged in the future to have Android apps running on top of a GNU/Linux system with the Plasma Bigscreen platform but it's a complicated task, and as of today (October 29, 2021) some distributions already support Waydroid and you can run Plasma Bigscreen on top of those distributions.
შემიძლია Plasma Bigscreen-ის გაშვება ჩემს ტელევიზორზე ან STB-ზე?
თეორიულად, დიახ. პრაქტიკულად, გააჩნია.
აპარატურის მხარდაჭერა Plasma Bigscreen-ის მიერ არაა ნაკარნახები. ის დამოკიდებულია მოწყობილობებზე, რომლებიც მხარდაჭერილია დისტრიბუტივების მიერ, რომელსაც Plasma Bigsceen მოყვება. მეტი დეტალებისთვის იხილეთ დაყენების გვერდი.
რა მდგომარეობაშია პროექტი?
Plasma Bigscreen-ზე ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ. ის ჯერჯერობით ყოველდღიური მოხმარებისთვის განკუთვნილი არაა.